ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ჩნდება კითხვები, რატომ მოხდა დავით გარეჯის საკითხის წამოწევა მაინცდამაინც არჩევნების წინ და თან მაშინ, როცა ასეთი გამძაფრებული ვითარებაა რეგიონში

პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, რატომ მოხდა ამ საკითხის წინ წამოწევა მაინცდამაინც არჩევნების წინ და თან მაშინ, როდესაც ასეთი გამძაფრებული ვითარებაა ჩვენს რეგიონში.

მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის რუკებთან დაკავშირებით და ეს დამოუკიდებელმა პროკურატურამ უნდა გააკეთოს არჩევნების შემდეგ.

„ის ფაქტი, რომ ეს თემა ახლა, არჩევნების წინ ასეთი სიმძაფრით იქნა წამოწეული და იქნა წამოწეული პროკურატურის მიერ, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, შემჩნეულია პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში, ცხადია აღძრავს ეჭვს, რომ ეს თემა ახლა დაამთხვიეს არჩევნების თარიღს და ცდილობენ, საარჩევნოდ დამატებითი სარგებლის მიღებას.

ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს დამთხვევა შემთხვევით არაა და განპირობებულია საარჩევნო მიზნებით, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან საარჩევნო მიზნებით ასეთი სენსიტიური და უმნიშვნელოვანესი საკითხით ასე სპეკულირება ძალიან საშიში და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ შევხედავთ მათი ლიდერების განცხადებებს, რაც პირდაპირ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაა, ვფიქრობ, მათ უნდათ საზოგადოებას აჩვენონ, რომ მოიპოვეს ახალი მასალები, რომლებიც საშუალებას აძლევთ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეცვალონ“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს