გიგი უგულავა - სახელმწიფოს მოღალატეებმა, უტვინოებმა წამოიწყეს ყველაზე ფეთქებადი საქმე -  ყელმოღერებული ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?

წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის დროს ილჰამ ალიევს დაებარებინა პროკურორი და ეთქვა, გაარკვიეთ იქ სადემარკაციო - სადელიმიტაციო კომისია რაღაცებს ურევს, რა რეაქცია იქნებოდა საქართველოში? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხის წინ წამოწევა არჩევნებს უკავშირდება და საქართველოს საბოლოოდ აკარგვინებს დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან ნორმალური მოლაპარაკების შესაძლებლობას.

„მე შეგნებულად ამ საქმეს არ დავარქმევ დავით გარეჯის საქმეს. ესაა კარტოგრაფების საქმე, მსგავსი ექიმების საქმესა და სხვა ასეთი ტიპის საქმეებისა, რომლებსაც სტალინის ეპოქის სუნი ასდის. პირველი და მთავარი, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის მთავრობა დღეს თქვენ გატყუებთ, აბსოლუტურად უსისხლძარღვოდ და უსინდისოდ. საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზი გარეჯის მონაკვეთში დამტკიცებული არაა, შესაბამისად, რაც არ უნდა მოემოქმედათ ილიჩოვას ან მელაშვილს, ვინაიდან ეს დამტკიცებული არაა, დანაშაულზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.

ყველა, ვინც გარეჯზე ილაპარაკებს, არის ივანიშვილის პროპაგანდისტი ან შეგნებულად ან შეუგნებლად შეცდომაში შესული, ან შეგნებულად გამყალბებელი, როგორიცაა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ წამოწყებული ეს უსუსური, უგვანო და მავნებლური კამპანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიპეტიებს ეხება, საშვილიშვილოდ და საბოლოოდ გვაკარგვინებს აზერბაიჯანთან ნორმალური მოლაპარაკების შანსს, რომ დავით გარეჯის მთლიანობა დაცული იყოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის დროს ილჰამ ალიევს რომ დაებარებინა პროკურორი და ეთქვა, ერთი გაარკვიეთ იქ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია რაღაცებს ურევს, რა რეაქცია იქნებოდა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებში? ახლა სარკისებურად გადათარგმნეთ რა ხდება აზერბაიჯანში და როგორ უყურებენ ამას აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ესაა სიბინძურე იმისთვის, რომ არჩევნებში ჩაფლავებულმა, ჩასვრილმა „ქართულმა ოცნებამ", ეკონომიკის დამანგრეველმა „ქართულმა ოცნებამ", იმ ყველაფრის გადასაფარად, რაც ქვეყანაში ხდება, ამ სახელმწიფოს მოღალატეებმა, უტვინოებმა წამოიწყეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი საქმე. ის ლამა რომ არის, ყელმოღერებული ლამა, ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?“,-აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს