სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას დილიდან ინტენსიურად ბომბავს

აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას არტილერიის გამოყენებით დილიდან ინტენსიურად ბომბავს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.

გარდა ამისა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადნენ.

„აზერბაიჯანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმას შეეცადნენ, უსაფუძვლოა,“- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?