მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ არჩევანის გამოხატვის უფლება

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ თავისი არჩევანის გამოხატვის უფლება, მათ შორის ისინი იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადაიბარა სასამართლო, პროკურორები, რომლებიც მდუმარედ ასრულებენ მათ დავალებებს.

„ნუ იქნებით ჩუმად, გამოხატეთ თქვენი პოზიცია. გავისტუმრებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ იმიტომ, რომ თავიანთი მდგომარეობა გააუმჯობესონ. გამოდით, ნუ შეეგუებით უსამართლობას! ვხედავთ, რომ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო უარესდება დემოკრატიული პროცესები. ჯერ კიდევ 2019 წელს დემოკრატიული ინდექსით ქვეყანა ათი პუნქტით ჩამოქვეითდა. რასაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ახორციელებს, საწინააღმდეგოა დემოკრატიისა და თავისუფლების. ქვეყანას სჭირდება ახალი ტალღა, ახალი ძალა, სასწრაფოდ უნდა დავდგეთ ფეხზე. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ადამიანებს არ მისცენ თავისი არჩევანის გამოხატვის უფლება, მათ შორის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც გადაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“, სასამართლო, პროკურორები, ჩვენ ამ ძალებს გავისტუმრებთ ძალიან მალე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ხაზარაძე - "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ არჩევანის გამოხატვის უფლება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო