ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამჯერად, ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, მშენებარე საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, (რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აშენებს) გზა წესრიგდება.

„საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლეობით, 150 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. დაახლოებით, 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი და ფეხით სავალი ბილიკები დაიგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბორდიურიც მოეწყობა.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, დაახლოებით, 246 303 ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა