''სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი ''ემპათია“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრ „ემპათიადან“ აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღისა და პოსტ-საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა შესახებ სიტუაციის მონიტორინგს ეხება.
„მემორანდუმის ფარგლებში, ''სამოქალაქო პლატფორმა 20/20'' კანონდარღვევათა შესახებ ფაქტების დოკუმენტირებას მოახდენს და შემდგომი რეაგირებისათვის „ემპათიას“ გადასცემს. თავის მხრივ, ცენტრი ''ემპათია'' განახორციელებს ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ და სამედიცინო/ფსიქოლოგიურ დახმარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"