ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, მიმდინარე წელს აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და მომდევნო წლებშიც ამ მიმართულებით უკეთესი შედეგი იქნება.

„მიმდინარე წელს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაზრდილია, ასევე მიმდინარე წელს იმპორტი შემცირებულია. შესაბამისად, 2020 წელს ჩვენი აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებულია. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ყოველ წელს ჩვენ გვექნება მზარდი ექსპორტი და გაუმჯობესებული ბალანსი. ეს არ არის ერთი დღის მუშაობის ან გუშინდელი გადაწყვეტილებების შედეგი, არამედ ეს არის მრავალწლიანი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გვაქვს. როგორც რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, როდესაც ჩვენ ვხარჯავთ ფულს, ვახორციელებთ ინვესტიციას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ეს არ არის მოკლევადიანი. ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ ყოველ წელს უკეთესი შედეგი გვექნება",-აცხადებს დავითაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა