ვახტანგ მახარობლიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის  შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ყურადღება გაამახვილეს პარტნიორობის მომავალსა და მიზნებზე 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის კონტექსტში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ამ კონტექსტში, მან კონკრეტულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის საკითხზე. ამავდროულად, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების მიმართულებით, ვახტან მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა დაკავშირებულობის, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

,,რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების ფონზე, ვახტანგ მახარობლიშვილის მხრიდან ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით ევროკავშირის მეტი და უფრო ქმედითი ჩართულობის საჭიროებაზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისეთ პრიორიტეტებს როგორიცაა კანონის უზენაესობა, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, მეცნიერებისა და კვლევების სფეროების დაახლოება და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგი სოფიციალურ პირთა შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და იმ დროისთვის პარტნიორობის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვას ეძღვნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა