დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ლელო“ რეიტინგებში მყარად იკავებს მესამე ადგილს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები სანდო არაა და ის მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვას უწყობს ხელს. ამის შესახებ უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული კვლევები მანიპულირების წყაროა.

„ეს კვლევა კი არ არის, ეს არის პროპაგანდისტული მანქანა. მაყურებელი კარგად ხედავს, არ არის აუცილებელი რამის წაკითხვა, გამოჩნდება თუ არა ტელევიზია, მაშინვე შეგიძლია მიხვდე, რაზე იქნება აქ ლაპარაკი. ეს არის მანიპულირების წყარო, ეს არის მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვის წყარო. ეს არის იმ ხალხის მხრიდან, ვის ხელშიცაა ადმინისტრაციული რესურსი, მედია და ფინანსური რესურსები. ჩვენ, „ლელოს“ და ბევრ სხვა პარტიებსაც, გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის და მოქალაქის სიმტკიცის და კეთილგონიერების იმედი. რაც მეტი იქნება ასეთი კვლევები ჩვენთვისაც უკეთესია, აბსურდის თეატრია უკვე იმდენად განსხვავებულ რიცხვებს ისმენს ხალხი დილას, საღამოს და შუადღეს, სხვადასხვა ტელევიზიებიდან. უკვე ერთმანეთს ძირავენ ეს კვლევები”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, „ლელოს“ რეიტინგი ორნიშნაა და ის მყარად იკავებს მესამე ადგილს.

„ახლა რასაც ვიტყვი, იმედი მაქვს, ყველა სწორად გამიგებს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ „ლელომ“ მიიღოს 50+1% საპარლამენტო არჩევნებში იმიტომ, რომ თუ ამას მივიღებთ, მერე ღმერთი ვეღარ დაგვიფარავს და ჩვენც ისევე გაგვექცევა ჩვენი სწორი ჭკუა სადღაც, როგორც გაექცა ეს დღემდე არაერთ ლიდერს და არაერთ გუნდს. დიახ, ჩვენ გენეტიკურ პოლიტიკურ კოდში გვაქვს ეს თემა, რომ საპარლამენტო მოდელში „ლელო“ უნდა იყოს მზად დღევანდელ მოწინააღმდეგეებთან და კონკურენტებთან ხვალინდელი პარტნიორობის. ამ განცდის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება არის ის უბედურება, რაც გვაქვს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო