ირმა ნადირაშვილი - „ევროპული საქართველოს“ გეგმით, დევნილებს დახმარება გაუორმაგდებათ

„ევროპული საქართველოს“ გეგმა აუცილებლად მოუტანს ადამიანებს მეტ კეთილდღეობას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილმა, აფხაზთა კრების თავმჯდომარესთან, მალხაზ პატარაიასთან ერთად, რუსთავში, დევნილების დასახლებაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ნადირაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმა დევნილთათვის დახმარების გაორმაგებას ითვალისწინებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა საკუთრების საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაწყებას.

„დღეს ჩვენ რუსთავში გვაქვს შეხვედრა დევნილებთან, ეს ადამიანები განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან გასაგები მიზეზების გამო, მათთვის პრობლემაა სამუშაო ადგილი, ისევე როგორც ნებისმიერი რუსთაველისთვის, ამ ადამიანებს აქვთ გადაკეტილი შემოსავლის წყარო.

ჩვენ თითოეული ადამიანისგან გვესმის, რომ გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო. „ევროპული საქართველოს“ გეგმა აუცილებლად მოუტანს ამ ადამიანებს მეტ კეთილდღეობას“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ამასთან, როგორც მალხაზ პატარაიამ აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ გეგმა უპრეცედენტოა მისი მასშტაბურობით და ვადებით.

„ევროპული საქართველოსთვის“ პრიორიტეტულია დეოკუპაციისა და დევნილთა სოციალური მდგომარეობის საკითხი. პროგრამა თავისი შინაარსით, მასშტაბურობით და ვადებით უპრეცედენტოა და შედგება როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური საკითხისაგან. ეს გეგმა აუცილებლად მოუტანს დევნილებს გარდამტეხ ცვლილებებს.“ -განაცხადა პატარაიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო