"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, 16-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2017-2020 წლებში „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 466,818 ლარი შესწირეს.

კვლევის მიხედვით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) – 147,900 ლარი. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე – 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.

"პარტიის 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798,222 ლარი აქვთ მიღებული. ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი. 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები. მხოლოდ 1 კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პარტიას "ლელო საქართველოსთვის", 6-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2019-2020 წლებში „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ჯამში 419,950 ლარი შესწირეს. პირადად ყველაზე მსხვილი შემოწირულობა გაიღო საბა ბუაძემ – 60,000 ლარი. პირადი შემოწირულობა არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ლელოს“ 311,000 ლარი შესწირეს. დანარჩენი შემომწირველები არიან: ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი და გიგლა მიქაუტაძე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ დასახელებული ჰყავს ორი მაჟორიტარი კანდიდატი. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან და საკუთარ პარტიას ჯამში 194,500 ლარი შესწირეს (ოჯახის წევრების შემოწირულობების ჩათვლით): ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი 10 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 3 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან. 7-მა კანდიდატმა 2014-2020 წლებში „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ ჯამში 41,845 ლარი შესწირეს. ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.

იხილეთ ვიდეო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - "ევროპული საქართველოს" 7 მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა