სერგი კაპანაძე - ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი სააკაშვილია, სამწუხაროა, რომ მას ამაში ხშირად თავად სააკაშვილი ეხმარება

ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში თავად სააკაშვილი ეხმარება ხოლმე და ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ერთადერთი ალტერნატივა არის, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს და ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, მზად არის აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროს.

„ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მთავარი იყო მისი შეფასებები, რომელსაც მთელი ამ ჩართვის განმავლობაში აკეთებდა, რომ ეს არის სააკაშვილის ბრალი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არავის აქვს გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პირდაპირ პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არც ფიგურირებს დავით გარეჯი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი „შავი“ პიარსვლა დაგეგმონ და გააკეთონ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისულებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში თავად სააკაშვილი ეხმარება ხოლმე, რომელიც ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ერთადერთი ალტერნატივა არის, თუმცა ამ დროს ასე არ არის. რეალობა არის ის, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ახლა ცდილობს, მარტო იმის ხაზგასმით, რომ სხვები მასზე უარესები არიან, ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ საქმეში მზად არის გაწიროს უდანაშაულო ადამიანები, ასეთები არიან ივერი და ნატალია, რომლებიც ახლა ციხეში სხედან სრულიად წარმოუდგენელი ბრალდებით, არაფერი დაუშავებიათ. ასე ის მზად არის, გაწიროს ეროვნული ინტერესები, მათ შორის აზერბაიჯანთან მიმართებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ“,-განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო: სერგი კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხშირად სააკაშვილი ეხმარება

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო