ზურაბ ჭიაბერაშვილი - დოკუმენტს, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ოცნების“ თავხედური განაცხადი

„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხის ფულის ხარჯვას და განკარგვას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ მოქალაქეებს აწუხებთ.

„დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი, რომ მოგვეცით ბიუჯეტის და ხალხის ფულის კიდევ ერთხელ ხარჯვის უფლება იმიტომ, რომ მასში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ამ ეპიდემიის პირობებში, არასწორი სტრატეგიის გამო, მთავრობამ დანაზოგები გაუნულა, შემოსავალი შეუმცირა და დააკარგვინა ათი ათასობით ოჯახს. ბიუჯეტი კვლავ ისეთია წარმოდგენილი, როგორიც წინა წლებში იყო. კერძოდ, ამ ბიუჯეტით კარგად იცხოვრებს და კეთილდღეობაში იქნება „ქართული ოცნების“ ელიტა და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფები, ხოლო მთელი მოსახლეობა არათუ დღევანდელ გაჭირვებაში, არამედ კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდება. ამიტომ, ეს დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება 31 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის მიერ გარდამტეხი ცვლილებები მოხდება.

უკვე ახალი პარლამენტი, კოალიციური მთავრობა განიხილავს სულ სხვა ტიპის დოკუმენტს, რომელიც ხალხის საჭიროების მიერ იქნება შედგენილი“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ევროპული საქართველო" 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

იხილეთ ვიდეო: ჭიაბერაშვილის განცხადებით, დოკუმენტს, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ბიუჯეტის ნაცვლად "ოცნების" თავხედური განაცხადია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს