ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ფრანგმა გამომძიებლებმა კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ლიბიის მიერ შესაძლო დაფინანსების საქმეზე. ამჯერად მას „დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობა“ ბრალდება.

ოთხდღიანი დაკითხვის შემდეგ სარკოზი ყველა ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

როგორც BBC წერს, ბრალდება შესაძლოა, სასამართლომდეც მივიდეს. ეს სარკოზის წინააღმდეგ ამ საქმის ფარგლებში უკვე მეოთხე ოფიციალური ბრალდებაა.

ნიკოლა სარკოზის 2018 წელს გამოძიებამ ბრალი წარუდგინა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების დაფარვაში. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა. პროკურორები ეჭვობენ, რომ მან და მასთან დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა მილიონობით ევრო მიიღეს ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს