კახა კალაძე - 2012 წლის შემდეგ, როცა ქართველი ერის მოძულე ძალას ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ, აბსოლუტურად ყველა მიმართულება შევცვალეთ უკეთესობისკენ

2012 წლის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა პირადი კომფორტი გადავდეთ გვერდზე, როცა მოძალადე რეჟიმს, ქართველი ერის მოძულე ძალას, ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ, ქვეყანაში ვითარება - აბსოლუტურად ყველა მიმართულება შევცვალეთ უკეთესობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ახალი ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა, ძირეული რეფორმები განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით და ადამიანის უფლებები უმაღლეს ევროპულ სტანდარტამდე აიყვანა.

„ადამიანებს დღეს, აღარ ეშინიათ ავად გახდომის, რადგან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ გვერდში დაუდგეს, დაფინანსებები მისცეს. ამ მიმართულებით ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე, რა ვითარება იყო ჯანდაცვის სექტორში. ადამიანს იმისთვის, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, უწევდა შინაური ცხოვრელების გაყიდვა, სახლის დაგირავება და ა.შ. დღეს, ადამიანებს და მათ შვილებს აღარ აქვთ სასწავლო მასალების პრობლემა, როგორც ეს იყო წინა წლებში და გვახსოვს ელემენტარულად წიგნების ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ მშობლებს. დღეს, როცა ისინი სკოლაში მიდიან, მათ სახელმძღვანელოები ყოველგვარი გადასახადების გარეშე, მერხებზე ხვდებათ. გაზრდილია სტუდენტების დაფინანსება. ასევე, მუდმივად იზრდება პედაგოგების ხელფასები. თვალში საცემია ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ხელს უწყობს, რომ შეიქმნას ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები.

ყველაფერ ამის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყნის განვითარება მშვიდობიანად და სტაბილურად, ეს გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. მომდევნო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის განვითარების ეს ტემპები, მშვიდობა და სტაბილურობა.

დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას“, - განაცხადა კალაძემ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა