სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანმა ბრძოლის ველიდან დაჭრილების გასაყვანად შეთანხმებაზე შეთავაზება უარყო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა უარყო ერევნის შეთავაზება მთიან ყარაბაღში, წითელიჯვრის ორგანიზაციის დახმარებით, ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანის შესახებ შეთახმებულიყვნენ.

„18 ოქტომბრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით შემუშავდა მცდელობა, ღამით ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ნაბიჯი კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანმა“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთის განცხადებით, მომხდარი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, რომელიც „რეგიონში თურქეთის ექსპანსიის ინსტრუმენტი გახდა, წუხს მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და ერიდება საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გაჩაღებული ომისა და მრავალრიცხოვანი დანაკარგებისთვის“.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანმა ბრძოლის ველიდან დაჭრილების გასაყვანად შეთანხმებაზე შეთავაზება უარყო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა უარყო ერევნის შეთავაზება მთიან ყარაბაღში, წითელიჯვრის ორგანიზაციის დახმარებით, ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანის შესახებ შეთახმებულიყვნენ.

„18 ოქტომბრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით შემუშავდა მცდელობა, ღამით ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ნაბიჯი კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანმა“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთის განცხადებით, მომხდარი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, რომელიც „რეგიონში თურქეთის ექსპანსიის ინსტრუმენტი გახდა, წუხს მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და ერიდება საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გაჩაღებული ომისა და მრავალრიცხოვანი დანაკარგებისთვის“.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს