„თიბისი" მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს

„თიბისი" მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები. როგორც „თიბისიში" აცხადებენ, მათი ტრანზაქციების 95% ციფრული არხების გამოყენებით ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი, მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით მოემსახუროს.

დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება : თანხის გადარიცხვა პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრით; კომუნალური გადასახადების გადახდა ან დაჯგუფება და ერთიანად გადახდა სახლიდან გაუსვლელად; საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე ანგარიშსწორება; ციფრული ბარათის მომენტალური აქტივაცია და გამოყენება; უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით; ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, ბარათის პინ-კოდის აღდგენა; ბანკომატიდან თანხის განაღდება ბარათის და ბანკომატთან შეხების გარეშე, QR კოდის დასკანირებით; საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა; სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

„მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა "თიბისისთვის" მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე, მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ბანკმა არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების მიმართულებით გუნდი აქტიურად მუშაობს და მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს",-აღნიშნულია "თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო