უეფა სომხეთსა და აზერბაიჯანში მატჩებს დროებით წყვეტს

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი, უეფა, სომხეთსა და აზერბაიჯანში მატჩებს დროებით წყვეტს, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უეფაში აცხადებენ, რომ მატჩების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების გამო მიიღეს.

„სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციას, მათ შესაბამის კლუბებს, გაეგზავნებათ თხოვნა, შესთავაზონ ალტერნატიული ადგილები უეფას შემდეგი მატჩებისთვის, რომლებიც შინ უნდა ჩატარდეს.

რეგიონში ვითარების მონიტორინგი განხორციელდება და დღეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს მომავალი წლის ივნისში ბაქოში UEFA EURO 2020 მატჩების გამართვის მიმდინარე დაგეგმვაზე,“- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს