“ევროპული საქართველოს” ავტომარშმა სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლა

„ევროპული საქართველოს” ავტომარშმა სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი ავტომარში არის პროტესტი იმ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოშია.

“ჩვენ გვიერთდება ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ათასი მანქანა, რომლებიც მოძრაობენ, ასიგნალებენ და პროტესტს გამოხატავენ იმ რეჟიმის მიმართ, რომელოც დღეს არის საქართველოში. ეს არის პროტესტი იმ ჭაობის და სიღარიბის მიმართ, რომელშიც ჩაგვფლო ივანიშვილმა და იმ ჩაფლავებული რეაქციის მიმართ, რომელიც ამ მთავრობას ჰქონდა, მათ შორის კორონაეპიდემიასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ 31 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება”,- განაცხადა კაპანაძემ.

ავტომარში სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას" დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს