გიგი უგულავა ზუგდიდში "ნაციონალების" კანდიდატზე - ყველა კითხვას პასუხობს: "არ ვიცი, ჰკითხეთ პარტიას"

ზუგდიდში “ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა მის კონკურენტს “ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ ჯალაღონიას კონკურენტად არ თვლის და ამბობს, რომ კონკურენტი ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა“.

“ვერ გეტყვით, რომ ის კარგად გავიცანი. სხვათა შორის გუშინ ქალაქის ცენტრში შემხვდა. ერთადერთი, მისი საჯარო გამოსვლებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ის ამ შემთხვევაში ნომრის კანდიდატია. ყველა კითხვას პასუხობს: - არ ვიცი, ჰკითხეთ პარტიას“, - განაცხადა უგულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში".

აქვე მან აღნიშნა, რომ სწორი იქნებოდა როგორც ზუგდიდში, ასევე ყველა სხვა საარჩევნო ოლქში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყოლოდა და არჩევნები პირველივე ტურში მოეგო.

“სამწუხაროდ, ახლა კონკურენცია გვიწევს. ამის მიუხედავად, ბატონ მალხაზს ჩემს კონკურენტად არ ვთვლი. რა თქმა უნდა, კონკურენტია ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება“ და პრობლემები, რაც “ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. ვფიქრობ, რომ იქნება არჩევნების მეორე ტური ჩემსა და ირაკლი ჩიქოვანს შორის“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს