თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი ავტობუსები წარუდგინა. როგორც კალაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსები თბილისის მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში შემოყვანილია BMC-ის მარკის 12-მეტრიანი 126 ერთეული ავტობუსი.

„ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები ამ რეფორმის ფარგლებში რატომ არ მოხდა ჯერ ავტობუსების შემოყვანა და მერე სხვა პროექტები. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, დრო არის ძალიან ცოტა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, თვეები და ამ რეფორმის ფარგლებში ყველაფერი ხორციელდება პარალელურად. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროექტი, გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. ძალიან მალე პარკი მთლიანად ჩანაცვლდება. ის ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის, ასევე პრობლემას წარმოადგენს ვიზუალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჩანაცვლდება ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. პარალელურად, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩნდება საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღეს ახალი მირკოავტობუსების პრეზენტაციაც გაიმართება. მისივე თქმით, უკვე შემოყვანილია 200 ერთეული მიკროავტობუსი და ეტაპობრივად მთლიანი ავტოპარკი ჩანაცვლდება.

„ასევე მინდა შევეხო მიკროავტობუსების განახლების პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანია. აქაც ძალიან კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს, მძიმე სურათია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, მათი გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. ხდება ასევე მიკროავტობუსების განახლება. დღეის მდგომარეობით, 200 მიკროავტობუსია შემოყვანილი. იცით, რომ 300 ერთეული უნდა შემოვიდეს პირველ ეტაპზე. ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება. 1200-1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში იმიტომ, რომ მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება ეთგვარი დამაკავშირებელი ავტობუსებთან. დღეს 14:00 საათზე გვექნება ახალი მიკროავტობუსების პრეზენტაცია, რომელსაც თბილისის მოსახლეობას წარვუდგენთ. ვამაყობ, როგორც ამ ქალაქის მერი და ამ ქვეყნის მოქალაქე რომ ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება და ძალიან მალე შეგვეძლება ვიამაყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე გამართული, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული“, - განაცხადა კალაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა