მაია ცქიტიშვილი - ჟურნალისტებზე ან ოპოზიციაზე მეტად სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობაა დაინტერესებული, რომ თავდამსხმელის დაკავება და მყისიერი რეაგირება მოხდეს

ბუნებრივია, ასეთი ტიპის დანაშაულებზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეაგირება, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი რიგის ამოცანა მძევლების უსაფრთხოება იყო, რაც წარმატებით შესრულდა და ახლა ოპერაციის მეორე ეტაპი გრძელდება, რომელიც დამნაშავის დაკავებით დასრულდება.

„რაც შეეხება ზუგდიდს, რა თქმა უნდა, მძიმე სანახავი იყო. სამწუხაროდ, მოხდა ფაქტი, როდესაც 43 ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამართალდამცავების პირველი რიგის ამოცანა, რა თქმა უნდა, მძევლების მსხვერპლის გარეშე გათავისუფლება იყო და ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. ამ ნაწილში ძალიან ღირსეული პოლიციელების ძალიან ღირსეული ქმედებები ვიხილეთ და ვნახეთ, რომ თვითონ პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს. თუმცა, როგორც აღინიშნა, ესაა ამ ოპერაციის პირველი ეტაპი. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორ ღირსეულადაც იქცეოდნენ პოლიციელები ოპერაციის პირველ ეტაპზე, ასევე თითოეული პოლიციელის ღირსების ამბავი იქნება დღეს, რომ მოახდინონ დამნაშავის დაკავება და ოპერაციის შემდგომი ეტაპის დასრულება, რომელიც დამნაშავის დაკავებით დასრულდება.

ოპერაციის მეორე ეტაპის წარმატებით დასრულება, იმის გარანტი იქნება, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მთლიანობაში ზოგადად მუშაობს პრევენციაზე, ბუნებრივია, ასეთი ტიპის დანაშაულებზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეაგირება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავები წარმატებულები აღმოჩნდებიან ამ პროცესში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტებზე ან ოპოზიციაზე მეტად სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობაა დაინტერესებული, რომ დამნაშავის დაკავება და მყისიერი რეაგირება მოხდეს“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს 21 ოწტომბერს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა