1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელომ“ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი - 2 599 290 ლარის ოდენობის შემოსავალი პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო. პარტიას აღნიშნულ პერიოდში საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია და აღნიშნული თანხა მთლიანად შემოწირულობებზე მოდის.

შემოსავლების ოდენობით მეორე ადგილზეა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჯამში პარტიამ დასახელებულ პერიოდში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი მიიღო. აქედან 10 ათას 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 მლნ 295 ათას 309 ლარი შემოწირულობების სახით.

პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამავე პერიოდში, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, 2 მლნ 42 ათას 318 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26 ათას 813 ლარი საბიუჯეტო შემოსავლებზე, ხოლო 2 მლნ 15 ათას 505 ლარი შემოწირულობებზე მოდის.

„პატრიოტთა ალიანსმა“ აღნიშნულ პერიოდში სულ 2 მლნ 34 ათას 847 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, აქედან 148 ათას ერთი ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 1 მლნ 886 ათას 805 ლარი შემოწირულობა.

„ევროპულმა საქართველომ“ კი 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით 1 მლნ 773 ათას 699 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 107 ათას 387 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 1 მლნ 646 ათას 295 ლარი კი შემოწირულობა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველა საარჩევნო სუბიექტმა (სულ 62 საარჩევნო სუბიექტი) 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღო 23 მლნ 846 ათას 652 ლარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს