ვლადიმერ ბორცვაძე - დანაშაულზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად ინფორმაციის გავრცელება, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა ამ დრომდე იმალება.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები.

„ასეთი სიმძიმის დანაშაულზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს. ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია აღნიშნული პირის ვინაობა პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციული, სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.

ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცლებისგან მიზანმიმართულად ვიკავებდით თავს გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად პრობლემებს ვაწყდებოდით. ეს ადამიანი თავდასხმის შემდგომ იმალებოდა და დღესაც იმალება.

ჩვენს მიერ ამ ფოტოების საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა. ჩვენ მედიასაშუალებებს მოვუწოდეთ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მონაცემებს, მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, ვინაიდან ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელია მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედიასაშუალებებთან.

სამწუხაროდ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ჩვენ მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვიმატინილი პირის მონაცემები, რაც გარკვეულწილად საპოლიციო ძალების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება“,-განაცხადა ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო