ირაკლი სესიაშვილი - პოლიტიკოსების ყაყანი, რომ ბანკზე თავდასხმის საქმე წაახალისებს კრიმინალს, ვერაფერსაც ვერ წაახალისებს - დამნაშავეს რომ დავიჭერთ, შემდეგ იტყვიან, წინა დღეს რატომ არ დაიჭირესო?!

ეს პოლიტიკოსები რომ გამოდიან და ამბობენ, თითქოს თავს ძალიან კარგად გაართმევდნენ ამ საქმეს, ძალიან კარგად მახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როგორ ხდებოდა კორტების ოპერაცია, ლოპოტას ოპერაცია, აფრასიძეების საქმის ოპერაცია, რომელი ერთი ჩამოვთვალო? საერთოდ პრიორიტეტი არ არსებობდა, მხოლოდ ძალის დემონსტრირება იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

სესიაშვილმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეს აუცილებლად დაიჭერს და პასუხისგებაში მისცემს.

„ჩვენი პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იყო, პარალელურ რეჟიმში, პირის დევნაც განხორციელდება და მისი უსაფრთხოდ აყვანის ღონისძიებაც ჩატარდება.

პოლიცია მოთმინებით უდგება საქმეს, მოთმინებით გადარჩენილია ადამიანის სიცოცხლე. ახლა ჩვენ ეს დამნაშავე კიდევ უფრო სახიფათო არ გავხადოთ და რაც შეიძლება ზიანის გარეშე უნდა ავიყვანოთ. მაგრამ გარშემო ვხედავთ ადამიანებს, პოლიტოკოსებს, რომლებიც ამ მოთმინებას იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკურად თავს დაესხნენ, გალანძღონ პოლიცია, ზოგმა გადადგომა მოითხოვოს, აქ ვლინდება ვის აქვს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ დამნაშავის კვალს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიყვენს და მას აუცილებლად დააკავებს.

„პოლიტიკოსების ყვირილი და ყაყანი, რომ ეს საქმე წაახალისებს კრიმინალს, ვერაფერსაც ვერ წაახალისებს. ამ დამნაშავეს დავიჭერთ და პასუხისგებაში მივცემთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ქვეყანას ძალიან ძლიერი უსაფრთხოების სისტემა აქვს, ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს ძალიან კარგი. ამ დამნაშავეს რომ დავიჭერთ, მერე ეს პოლიტკოსები იტყვიან, წინა დღეს რატომ არ დაიჭირესო?!

ვერცერთი დამნაშავე, მით უმეტეს ასეთ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვერასდროს გაიმარჯვებს, მას აუცილებლად დააკავებენ. აქ არის მთავარი პასუხისმგებლობა - აკავებ არა პრესტიჟის გულისთვის, არამედ ისე, რომ ზიანი არ მოგაქვს მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის. ის უკვე დამარცხებულია. დეტალები არ მინდა ვთქვა, რადგან პატივს ვცემ საგამოძიებო პროცესს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების ბრალდებებს და აღნიშნა, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება პოლიტიკოსთა ნაწილის განცხადებები, თითქოს ხელისუფლება „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებს და კრიმინალს ახალისებს.

„ეს არის ბინძური შავი პიარი, არ არსებობს ასეთი. როგორც „ნაცკლასტერი“ შეთითხნილი ფანტაზიის ფარგლებში საუბრობს პრორუსულ ინტერესებზე, ასეთივე პოლიტიკურად მოტივირებული ფანტაზიებია შავ სამყაროსთან ურთიერთობა. მეტსაც გერტყვით, ვინც კი ე.წ. შავი სამყაროს ლიდერებს წარმოადგენენ ან ციხეშია, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს არის ფაქტი! ის „შავი სამყარო“, რომელიც წინა ხელისუფლებას ციხეებში ჰყავდა გადანაწილებული და თავზე აჯდნენ სისტემას, აბსოლუტურად ცალკე არიან იზოლირებული. „შავი სამყარო“, „ძველი ბიჭები“ ეს არის მოსახლეობის მოტყუების მარტივი ენა, რომ ილაპარაკონ ამაზე და ფაქტები არ დაასახელონ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე