„ევროპული საქართველო“ – ზუგდიდის #89-ე საარჩევნო უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მაჟორიტარული სიით მისცა, რადგან პარტიული ბიულეტენი არ დაურიგეს

ზუგდიდის #89-ე საარჩევნო უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მაჟორიტარული სიით მისცა და არა პარტიულით, რადგან მათ მხოლოდ ერთი ბიულეტენი დაურიგდათ. ამის შესახებ ადგილზე განცხადება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ გააკეთა. მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ფაქტი არის არჩევნების გაყალბება.

„კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. ამომრჩეველზე გაიცემოდა ერთი ბიულეტენი, მხოლოდ მაჟორიტარული და არ გაიცემოდა პარტიული. ეს არის არჩევნების გაყალბება. 39 ამორჩეველს არ მისცეს უფლება ხმა მიეცა პარტიისთვის“,- ამბობს ბესიკ დონაძე.

მისივე თქმით, აღნიშნულზე საჩივარი უკვე დაიწერა.

რაც შეეხება საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად კუტალია ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ეს იყო ხარვეზი და აღმოჩენისთანავე პრობლემა აღმოიფხვრა.

„39 ამომრჩეველზე დარიგდა მხოლოდ ერთი ბიულეტენი. არავინ მითხრა ამის შესახებ. როგორც კი აღმოვაჩინეთ, გავასწორეთ“,- ამბობს ზვიად კუტალია.

კითხვაზე, თუ როგორ გამოსწორდება აღნიშნული პრობლემა, კუტალიამ აღნიშნა, რომ საჩივრები დაიწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა