15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ  36.45% შეადგინა

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% შეადგინა.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 33,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩევლებს მოუწოდა იაქტიურონ, რადგან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.

ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩევლის აქტივობა, 15:00 საათის მონაცემებით, 34.2%-ია.

იხილეთ სტატისტიკა ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა