აჰმედ იმამკულიევი - გუშინდელი არჩევნები არ იყო არჩევნები, ივანიშვილმა ჩაატარა სპეცოპერაცია

გუშინდელი არჩევნები არ იყო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა სპეცოპერაცია, - ასე შეაფასა გუშინ ჩატარებული არჩევნები მარნეულში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ვინაიდან თითქმის, ყველა უბანზე ოპოზიცია იგებდა.

„ყველა უბანზე არამხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, არამედ საქართველოს ყველა უბანზე იყო კანონდარღვევა, იყო გაყალბება. არჩევნები ითვლება არჩევნებად, როცა ადამიანი თავისუფლად მიდის საარჩევნო უბანზე და მართლა არჩევანს აკეთებს. ძალით, დაშინებით და ძალადობით გაკეთებული არჩევანი არ არის არჩევანი. ერთ-ერთი ფაქტი მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მე-18 უბანზე, სადაც ოქმი გაიტაცეს, პასუხი ამ დრომდე არ აქვთ, სად გაქრა ოქმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან, ყველა უბანზე გამარჯვებული იყო ოპოზიცია, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" და ცესკომ გააკეთა ის, რაც დაავალა ბიძინა ივანიშვილმა და დაწერა ის რიცხვები, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა", - განაცხადა იმამკულიევმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია