ფიქრია ჩიხრაძე - მოვუწოდებთ პოლიტიკურ კოლეგებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა ვერ შეიძინოს ლეგიტიმაცია დღევანდელ რეალობაში

ლეგიტიმაციას მოკლებული პარლამენტი ვერ შეასრულებს პოზიტიურ როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ამომრჩეველმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა დღევანდელ რეალობაში ლეგიტიმაცია ვერ შეიძინოს.

„ქართულ საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ქცეულიყო ქვეყნისთვის გარდამტეხ მოვლენად, „ქართულმა ოცნებამ" არჩევნების დღე სამწუხაროდ აქცია დაშინების, ძალადობის, მოსყიდვისა და გაყალებების მთლიან პროცესად. „ლელო" არ აპირებს, რომ შეეგუოს ამ ვითარებას. ჩვენ არ ვცნობთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებს და მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობისაკენ. ლეგიტიმაციას მოკლებული პარლამენტი ვერ შეასრულებს პოზიტიურ როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ვადამდელი არჩევნები.

მოვუწოდებთ ჩვენს პოლიტიკურ კოლეგებს, ვიმსჯელოთ ყველამ ერთიანად, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა ვერ შეიძინოს ლეგიტიმაცია დღევანდელ რეალობაში. სამწუხაროდ, პოზიტიური ცვლილებების ნაცვლად მივიღეთ ისევ ჭაობში ჩარჩენა, სტაგნაცია და ვითარება, რომლის დროსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა ისპობა", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია