ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ გვართმევენ თავისუფლებას - არ ვაღიარებთ სიყალბეს, რაც გუშინ მოხდა

ამ შედეგებს არ ვცნობთ და ვიბრძოლებთ სანამ არ მივაღწევთ ახალ, სამართლიან არჩევნებს,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება თავისუფალია არჩევნების მოპოვებამდე.

„ჩვენ გვართმევენ თავისუფლებას. ჩვენ ვართ ერი, რომელიც არ შეეგუება იმას, რაც გუშინ დაგვმართეს. არ ვაღიარებთ სიყალბეს, რაც გუშინ მოხდა. ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები, ესაა გამოსავალი. ამ შედეგებს არ ვცნობთ და ვიბრძოლებთ სანამ არ მივაღწევთ ახალ, სამართლიან არჩევნებს. დავდგეთ ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა ჭაობისგან, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა შეგვიყვანა. უნდა ვიდგეთ ერთად მშვიდობიანად და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ღირსი ვართ ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია