ნიკა მელია - იარაღით, ცემა-ტყეპით და დამცირებით მოპარული არჩევნები არ შერჩებათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. როგორც მან აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის ნება აუცილებლად აღსრულდება.

„ეს ყველაფერი გამარჯვებით დასრულდება. რამდენიმე დღეში მთელი საქართველო და რუსთაველის გამზირი სავსე იქნება და საქართველო აქ დადგება, ხოლო ბატონი ოლიგარქი გააკეთებს იმას, რასაც ხალხი ეტყვის. ჩვენ უბრალოდ პოლიტიკოსები ამაში ვეხმარებით და დავეხმარებით. როგორც არასდროს მჯერა, რომ არათუ უკან დახევა არ იქნება, წარმოუდგნელია, ხალხის ნება არ აღსრულდეს. იარაღების, ცემა-ტყეპით, დამცირებით, მოპარული არჩევნები არ შერჩებათ“,-განაცხადა მან.

ნიკა მელიას თქმით, მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს.

„პირადად ეს იყო უსამართლობის სიმბოლო. როდესაც იარაღით ძალადობენ სარჩევნო ბიულეტენთან, ხალხს იტაცებენ და ამ ყველაფერს ვეწინაღმდეგები, ემოციურად არ ვგრძნობ თავს იმ მდგომარეობაში, რომ ბიძინა ივანიშვილის სამაჯური მეკეთოს. ბიძინა ივანიშვილის სამაჯური ნამდვილად ზედმეტი იყო. როგორც არასდროს, ერთობით მოპოვებული გამარჯვება იქნება“,-განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

ნიკა მელიას განცხადებით, სამაჯური არის უსამართლობის სიმბოლო და როგორც ციხეში, ასევე გარეთ აპირებს მოსახლეობასთან ერთად ბრძოლას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია