“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ერთპარტიული პარლამენტი ვერ იმუშავებს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად მოუწევთ დათმობა. ისე როგორც შარშან, როდესაც ქართული საზოგადოების კონსოლიდაციამ და ოპოზიციის ერთიანობამ აიძულა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, ასევე აუცილებლად მოუწევთ დათმობაზე წამოსვლა იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს პარლამენტი ვერ იმუშავებს და შიდა და გარე ზეწოლის შედეგად აუცილებლად მოუწევთ ამის გაკეთება”,- განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"