ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.

ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვს. კერძოდ კი, არსებული 30 000-ლარიანი გირაო 100 000-მდე გაიზარდოს და საბოლოო ჯამში, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდოს. პროკურატურა ასევე ითხოვს, საგამოძიებო ორგანოს წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის კვეთაც.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება და მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს