მოსკოვში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება

სამხრეთ კავკასიის შესახებ კონსულტაციები 6 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"6 ნოემბერს მოსკოვში შედგება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, გაეროს წარმომადგენელთან და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან რეგულარულად იმართება, რომელზეც ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობები ერთ-ერთ ძირითადი საკითხად საქართველოს მიერ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერას მოითხოვენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს