07.07.2025 / 08:38
საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების შენობების მიმდებარედ აქციაზე დაკავებული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულების განცხადებით, მათ მიმართ არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება არ არსებობს.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველებმა 12 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე(წვრილმანი ხულიგნობის) მუხლებით დააკავეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს