საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო რეგულაციების დაცვით ძიუდოს აკადემიაში ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, 55 დელეგატიდან ყრილობას 45 დაესწრო. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა და უფლებამოსილება მოიხსნა, თუმცა ცოტა ხანში ყრილობის დელეგატებმა ერთადერთ კანდიდატს გიორგი ათაბეგაშვილს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა შემდეგ წარადგინა ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასკომის წევრები. დელეგატებმა წარდგენილი შემადგენლობა ერთხმად დაამტკიცეს.

პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი და ცეზარ ჩოჩელი, გენერალურ მდივნად - ლევან ნოზაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა