ალეკო ელისაშვილი - უნდა გადავდოთ, აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება - დიდი ბრძოლა, დიდი ჯანჯღარი გველის

დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ერთობლივ აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ერთ მუშტად უნდა შეიკრას ყველა, აჩვენონ მტერს და მოყვარეს, რომ „ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ“.

„აქ სხვადასხვა დროშა კი ფრიალებს, მაგრამ ერთ საქმეზე ვართ მოსულები, ერთი დარდი გვაქვს, ერთი მიზანი გვაქვს საბრძოლველად - თავისუფალ, ნორმალურ, პატიოსან ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ ჩვენც და ვაცხოვროთ ჩვენი შვილებიც. საკუთარ თავთან, საკუთარ ნამუსთან, ჩვენს შვილებთან და მათ მომავალთან ვიყოთ მართლები, აბუჩად ვერავინ გვიგდებდეს. ისტორია თარიღებით გვაქვს არასწორად ნასწავლი, არადა, პროცესების გააზრებაა მთავარი. დავაკვირდეთ ჩვენს ისტორიას როდის და სად ვმარცხდებოდით და რატომ არის, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღარა ვართ და აგერ შუაგულ ქართლშია ღობე შემოვლებული. რატომ? - იმიტომ, რომ ხშირად ერთმანეთის ქიშპი გვერჩივნა ქართველებს.

ეს დღეები გაისმის იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, ამას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო. დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში და ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, ვაჩვენოთ მტერს და ვაჩვენოთ მოყვარეს რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ! ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ ვითხოვთ პატიოსან არჩევნებს. დიდი ბრძოლა, დიდი ჯანჯღარი გველის, დიდი დაძაბულობა, მაგრამ მგონი, მზად ვართ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს