„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ Fortuner-ის უახლეს მოდელზე უპრეცედენტო ფასდაკლებას აცხადებს

ავტომოყვარულებისთვის 2.4 დიზელის ძრავაზე მომუშავე Fortuner-ის უახლესი მოდელის შეძენა ცენტრში 12 000-ლარიანი ფასდაკლებითა და 5-წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შეზღუდული რაოდენობითაა დარჩენილი, ფასდაკლებასთან ერთად, მყიდველს საჩუქრად ავტომანქანის მაცივარი და ექსტერიერ-ინტერიერის მოვლის საშუალებები გადაეცემა.

დიზელის ძრავაზე მომუშავე Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემდეგ, ავტომობილზე გარანტია იმოქმედებს 5 წელი ან 160 000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ. მომხმარებელი, რომელსაც ფასდაკლების აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს Toyota Fortuner DSL-ის შესაძენად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა