უნგრეთში, 20:00 საათიდან დილის 5 საათამდე „კომენედანტის საათი“ იმოქმედებს, რესტორნები და ბარები კი დაიხურება

უნგრეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ფარგლებში, საღამოს 20:00 საათიდან დილის 5 საათამდე ე.წ. „კომენედანტის საათი“ იმოქმედებს, რესტორნები და ბარები დაიხურება, საშუალო სკოლები და უნივერსიტეტები სწავლების ონლაინ რეჟიმში გადავლენ, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება, სპორტული ღონისძიებების ჩატარება კი მაყურებლის გარეშე იქნება ნებადართული.

შეზღუდვები ძალაში ოთხშაბათს შევა და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, უნგრეთმა დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, მძიმე მდგომარეობის თავიდან აცილება შეძლო. იმ დროს ქვეყანაში გავრცელების პიკის პერიოდში დღეში საშუალოდ 100 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. უნგრეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 5 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ რამდენიმე კვირაში, შესაძლოა, დატვირთვას ვეღარ გაუძლოს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება