თინა ბოკუჩავა - ვაპირებთ, მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, რაზეც აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს ოპოზიციაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია მშვიდობიანი პროტესტისგაგრძელებას გეგმავს.

როგორც მან პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს არის არა ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური შეზღუდვები.

„ვგეგმავთ დღევანდელი აქციის დეტალებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს. გუშინ თქვენ ნახეთ არამართლზომიერი და ძალადობრივი ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ გადადგა, როდესაც შუა პანდემიის დროს, წყლის ჭავლი გამოიყენეს არაერთხელ მშვიდობიანი პროტესტანტების, მათ შორის ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ასევე ვიხილეთ სახალხო დამცველის განცხადება.

ვაპირებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ. ამაზე არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი ოპოზიციაში. გვესმის, რომ არის შეზღუდვები, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავემორჩილოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ეს არის პოლიტიკური შეზღუდვები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააწესა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერცერთ ადამიანს ვერ ვეტყვით და ვერ მოვუწოდებთ, რომ არ დაემორჩილონ შეზღუდვებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს, რომელსაც სავარაუდოდ, დღევანდელ აქციაზე გააჟღერებენ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს