ზუკა ბერძენიშვილი - ივანიშვილს თავს არც დავაჩაგვრინებთ, მაგრამ არც დავასახიჩრებინებთ

ივანიშვილს თავს არც დავაჩაგვრინებთ, მაგრამ არც დავასახიჩრებინებთ, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა „ლელოს“ ოფისში პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის ყველა მონაწილეს გააზრებული აქვს რა გართულება შეიძლება მოჰყვეს აქციის მსვლელობას.

„ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსის მობილიზება ხდება, რა თქმა უნდა გავლილი გვაქვს ყველანაირი შესაძლო გართულება, რაც შეიძლება მოყვეს. ადამიანები ამ ინფორმირებულ, გაცნობიერებულ რისკს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად იღებენ, თუმცა ეს ჩვენ არცერთი წამი არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რომ ყველა თავის თავზე ზრუნავს და რაც იქნება, იქნება და რა თქმა უნდა, რაც მეტნი ვართ, ვინც თავის თავზე ზრუნავს, მით უფრო ერთობლივად ვიზრუნებთ ერთმანეთზე“, - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო