გივი მიქანაძე - ოპოზიცია მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, რომელთა მიმართაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონსტრუქციული ვიყოთ

„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ხელისუფლებას ამ კუთხით ინტენსიური კომუნიკაცია აქვს პარტნიორ ქვეყნებთან.

თუმცა, მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს.

“ჩვენმა გუნდმა ძალიან ღიად, საჯაროდ და აშკარად გამოთქვა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგის მზაობა გვაქვს. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ წარმომადგენლებთან საელჩოების მეშვეობით საქართველოში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვისთვის, თუმცა, ის, რაც ხდება და რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის იმ დადგმული სცენარის გაგრძელება, რომელიც კონსტრუქციული ელემენტის არსებობას გამორიცხავს.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, რომ ძირითადი თავისუფლების პრინციპები დაცული იყო, რომ მოუწოდებენ ოპოზიციას, რომელიც საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში და ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, სადაც თითოეული მოქალაქის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული და მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში ამ საქმიანობის გაგრძელება, ამ კუთხით ოპოზიცია დგამს მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელთა მიმართაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონსტრუქციული ვიყოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია