iPlus სომხეთის iPlus-ის ფილიალს უჩივის

iPlus სომხეთის iPlus-ის ფილიალს უჩივის ბრენდბუქის, ლოგოს და დასახელების მითვისების გამო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, შპს "აიპლიუსი" ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ის კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი Apple inc.-ის ტექნიკის იმპორტიორი და რეალიზატორია. მათივე ინფორმაციით, ყოველივე ეს ცნობილია მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვისაც, რადგან ისინი ხშირად ჩამოდიან საქართველოში და სწორედ iPlus-ში ყიდულობენ iPhone-ებს Tax FREE პირობით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასახელება და კომპანიის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენია ერევნელ მეწარმეებსაც და მათ 2 კვირის წინ ტექნიკის მაღაზია გახსნეს, რომელსაც iPlus დაარქვეს.

"ჩვენი დასახელება - iPlus და ბრენდბუქი დაპატენტებულია საქპატენტის - ინტელექტუარული საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ავუკრძალოთ ამ მაღაზიას უნებართვოდ iPlus სახელის გამოყენება. გაფრთხილების წერილი აღნიშნულ კომპანიას უკვე გავუგზავნეთ, რომ შეწყვიტონ ჩვენი სახელის მითვისება. თუ ეს არ მოხდა - დავას სასამართლოში გავაგრძელებთ. ჩვენს მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ აღნიშნული კომპანია სომხეთში არ არის ჩვენი ფილიალი და არანაირი კავშირი არ აქვს აიპლიუსის მენეჯმენტთან", - აცხადებს „აიპლიუსის“ ბრენდ მენეჯერი თენგიზ მამედოვი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა