სერგი კაპანაძის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტიებისა და არასამთავრობოების საჩივრები იმ უბნებზე, „სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები იმ უბნებზე, „სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი“.

კაპანაძის განცხადებით, სარჩელების 99% არ დაკმაყოფილდა.

მისივე თქმით, „ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, რომ სიმართლე დადგენილიყო ლეგალური გზით“.

„სასამართლოებმა დაასრულეს იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“ და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ 99% ამ სარჩელების არ დაკმაყოფილდა. რეალურად, ის იურიდიული გზა, რომელიც არსებობს კანონში, დამთავრდა წარუმატებლად. უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც გვქონდა საფუძველი გვევარაუდა, რომ ან ბიულეტენები აკლდა ან ზედმეტად იყო ჩაყრილი და არ ბალანსდებოდა ოქმები, თითქმის ყველგან გვითხრეს უარი. 57-ე უბანზე იყო ძალიან საინტერესო შემთხვევა, სადაც 202 ხელმოწერა არის ზედმეტი ანუ 202 ადამიანით მეტი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე იპოვეს ბიულეტენი. ბუნებრივია, ასეთი უბანი, რომ გაუქმდეს ან გადაითვალოს, არის ძალიან ლოგიკური. სასამართლომ თქვა უარი ასეთი უბნის გადათვლაზე. ასეთი უბანი არის ძალიან ბევრი. ამ უბნებზე აშკარააა, რომ ორი რამე ხდებოდა, ან იყო „კარუსელები“ ან უბრალოდ ხმები, რომლებიც მიიღო რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, დაკლებულია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, რომ სიმართლე დადგენილიყო ლეგალური გზით.

ეს იურიდიული პროცესი დასრულდა გუშინ, დღეს საოლქოები შეაჯამებენ ოლქებს. „ევროპული საქართველო“ არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს ამ ოქმებს და მათაც გაასაჩვრებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის იურიდიული გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, გუშინ დაიხურა იმიტომ, რომ სასამართლოებმა 99% არ დააკმაყოფილა არც პოლიტიკური ძალების და არც არსამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა“, - განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო: კაპანაძის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივრები იმ უბნებზე, "სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს