გლდანის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა
გლდანის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შემაჯამებელი სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, ეს პროტესტი არ განელდება და ისინი მოქალაქეებს 14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს აჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ.