დავით ზალკალიანმა ელჩს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შორის, რომელმაც საქართველოში თავისი მისია დაასრულა, დღეს, სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის დასაწყისში დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული საქმიანობისთვის და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში.

"ამასთან, მინისტრმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა იაპონიის, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის პოზიტიური როლი საქართველოს ეკონომიკაში. თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ იგი გააგრძელებს საქართველოს გულშემატკივრობას და შეეცდება თავისი წვლილის შეტანას ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. დავით ზალკალიანმა ტადაჰარუ უეჰარას წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში",-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა