ალეკო ელისაშვილი - თალაკვაძეს ჰქონდა არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა და გამოსავლის მსგავსი რაღაც შემოგვთავაზა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ საარჩევნო საკითხთან მიმართებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ელჩების შუამავლობით შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში იქნება, თუმცა როდის დაზუსტებით ახლა ვერ იტყვის.

„იმის მოლოდინი, რომ დღეს შევთანხმდებოდით და ამით განიმუხტებოდა ვითარება, რა თქმა უნდა, არ გვქონია. დღეს, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით იყოს ის, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ელჩების შუამავლობით. ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები და რატომ გაყალბდა ტოტალურად. ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვთქვით ჩვენი ხედვით გამოსავალი. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავის არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა და გამოსავლის მსგავსი, გარკვეული რაღაც შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, წესი არ არის დახურულ კარს მირმა მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა, როცა შეხვედრა არ არის დასრულებული. პროცესი რომ დაიძრა და მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს ეს არის კარგი. ჩვენ, ჩვენი მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნების შესახებ ვუთხარით. პრინციპში, ჩვენი მოთხოვნა ერთსულოვანი იყო. დანარჩენი, მომდევნო რაუნდზე უფრო მკაფიო იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს