კატარის ავიახაზებმა 5 ნოემბრიდან დოჰასა და თბილისს შორის რეგულარული მიმოსვლა განაახლა

თბილისის მიმართულებით ავიარეისის აღდგენით კატარის ავიახაზები ასრულებს ყოველკვირეულ 700-ზე მეტ ფრენას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში.

ავიაკომპანიამ საკუთარი ახალგაზრდა და თანამედროვე საჰაერო ფლოტის მეშვეობით განახორციელა უწყვეტი ოპერირება გლობალური კრიზის დროს და მისი შეუპოვრობითა და დაუღალავი შრომით ხელს უწყობს გლობალური ტურიზმის სტაბილურ აღდგენას.

კატარის ავიახაზებმა 2020 წლის 5 ნოემბერიდან აღადგინა ავია მიმოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეოროპორტს შორის. კატარის ავიახაზები განაგრძობს საერთაშორისო ფრენების აღდგენას და სთავაზობს მომხმარებელს იმაზე მეტ ფრენას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავიაკომპანია. ავიაკომპანიის მიერ შესრულებული ფრენების რაოდენობა პანდემიის უმძიმეს პერიოდშიც კი არ ჩამოსულა 30 ქალაქზე დაბლა და დღეს თბილისის მიმარულებით ფრენების აღდგენით, კატარის ავიახაზები მომხმარებელს სთავაზობს ყოველკვირეულ 700-ზე მეტ ფრენას მსოფლიოს ექვსივე კონტინენტზე.

დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ასრულებს რეისებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში. ამ ეტაპზე კატარის ავიახაზები შეასრულებს კვირაში ერთ ფრენას დოჰადან თბილისში და ამით შესთავაზებს მომხმარებელს სწრაფ კავშირს საქართველოდან ამერიკის, აფრიკის, ავსტრალიის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან.

კატარის ავიახაზები ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლის თებერვლიდან. პანდემიის დროს, ავიაკომპანიამ განახორციელა 10 სპეციალური ჩარტერული ფრენა, და ამით ხელი შეუწყო ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეთა რეპატრიაციასა და სახლში დაბრუნებაში.

კატარის ავიახაზების ვიცე-პრეზიდენტმა შუა აღმოსავლეთში, ლევანტსა და კავკასიის რეგიონში, ბენეტ სტეფენსმა თქვა: ”მოხარული ვართ, რომ განვაახლეთ მომსახურება თბილისიდან და კვლავ ვთავაზობთ მგზავრებს საჰაერო მიმოსვლას. COVID-19 პანდემიის შემდგომ ჩვენ დავნერგეთ მკაცრი ზომები გლობალურ საავიაციო სპეროში, რაც მოიცავს ბორტზე ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების საგულდაგულო ​​პროცედურებს და ასევე HEPA ჰაერის ფილტრაციის ყველაზე თანამედროვე სისტემების გამოყენებას. კატარის საავიაციო სერვისების მიერ ოპერირებული Honeywell-ის ულტრაიისფერი სხივებით სალონის დეზინფიცირების სისტემის დანერგვა, კატარის ავიახაზების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია თვითმფრინავების სალონების მაქსიმალურ დეზინფიცირებასა და დასუფთავებაში.

მოგზაურობისას მგზავრთა სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, კატარის ავიახაზებმა გაახანგრძლივა შეთავაზება ავიაბილეთების ცვლილების მოქნილ პირობებზე. ეს შეთავაზება ვრცელდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე გამოწერილ ყველა ბილეთზე. თუ მგზავრებს სურს შეცვალოს სამოგზაურო გეგმა, მას შეუძლია შეინარჩუნოს ბილეთის თანხა ორი წლის განმავლობაში, ისარგებლოს შეუზღუდავი თარიღის ცვლილებებით ან გადაცვალოს ბილეთი სამომავლო სამოგზაურო ვაუჩერზე და მიიღოს გადახდილი თანხაზე პლიუს 10%-იანი დანამატი. თუ მგზავრს გეგმა შეეცვალა მისადუნებურად, მას საშულება აქვს შეცვალოს დანიშნულების ქალაქიც. კატარის ავიახაზების პრივილეგირებული კლუბის წევრისთვის დასაშვებია ქალაქის ჩანაცვლება იგივე კონტინეტურ რეგიონში, ხოლო არა წევრისთვის იგივე ქვეყანაში ან 500 მილის რადიუსში. ასევე შესაძლებელია ბილეთის ღირებულების გადატანა Qmiles-ებზე, ან ბილეთის საფასურის დაბრუნება უკან ჯარიმის გარეშე. სრული პირობების მისაღებად ეწვიეთ qatarairways.com/TravelWithConfidence

პანდემიის დაწყებიდან კატარის ავიახაზებმა გადაიყვანა 2,3 მილიონი მგზავრი და შეასრულა 37,000 ფრენა. ავიაკომპანიამ ასევე განახორციელა 400-ზე მეტი ჩარტერული რეისი მთელს მსოფლიოში. კატარის ავიახაზები სრულ თანხვედრაშია აეროპორტების, ქალქებისა თუ ეროვნული სამედიცინო პროცედურების მოთხოვნებთან და მკაცრად აკონტროლებს მგზავრთა უსაფრთხო ნაკადს მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც მას აქვს დაგეგმილი ფრენები.

კატარის ავიახაზების სტრატეგიულმა ინვესტიციამ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც საწვავს მოიხმარენ ეკონომიურად და ეფექტურად, განაპირობა ის რომ დღეს კატარის ავიახაზებს ჰყავს Airbus A350 ტიპის თვითმფრინავის უდიდესი ფლოტი, რისი მეშვეობითაც კომპანიამ უწყვეტად განახორციელა ფრენები გლობალური კრიზისის პერიოდში და ამით ხელი შეუწყო მსოფლიოს საერთაშორისო ტურიზმის სტაბილურ აღდგენას. 2020 წლის ბოლომდე კატარის ავიახაზები გეგმავს ქსელის გაფართოვებას 125-ზე მეტ მიმართულებაზე, მათ შორის აფრიკის 20, ამერიკის 11, აზიის და წყნარი ოკეანეთის 41, ევროპის 38 და შუა აღმოსავლეთის 15 მიმართულებაზე. ბევრ ქალაქში ფრენები შესრულდება ყოველდღიური გრაფიკით ან მოხდება არსებული სიხშირეების ზრდა.

კატარის ავიახაზების ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული თვითმფრინავის რომელიმე კონკრეტულ ტიპზე. ავიაკომპანიას ჰყავს მრავალფეროვანი თანამედროვე საწვავის ეფექტური მოხმარების თვითმფრინავები, რაც ნიშნავს რომ მას შეუძლია ოპერირების გაგრძელება თითოეულ ბაზარზე სწორი სიმძლავრის შეთავაზებით. COVID-19 გავლენის გამო, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება Airbus A380-ის ტიპის თვითმფრინავების დაყენების შესახებ, რადგან ასეთი დიდი თვითმფრინავით რეისების შესრულება ამჟმინდელ ბაზარზე კომერციულად და ეკოლოგიურად არ არის გამართლებული. ავიაკომპანიის ფლოტის 49 Airbus A350 და 30 Boeing 787 სტრატეგიული და იდეალური არჩევანია გრძელი მარშრუტებზე: აფრიკის, ამერიკის, ევროპისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში ოპერირებისთვის.

კატარის ავიახაზების ბორტგამცილებლებისა და მგზავრებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ზომები მოიცავს პირადი დამცავი აღჭურვილობით (PPE) უზრუნველყოფას სალონის ეკიპაჟისთვის და დამატებითი დამცავი ნაკრებითა და ერთჯერადი დამცავი სახის ფარებით უზრუნველყოფას მგზავრებისათვის. ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილი მრავალი ჯილდოს მფლობელი სავარძელი დამატებით აღიჭურვა ღილაკით - “არ შემაწუხოთ“. განახლებული ბიზნეს კლასი Qsuite ხელმისაწვდომია უკვე 30 მიმართულებაზე, მათ შორის გუანჯოუ, კუალა ლუმპური, ლონდონი, პარიზი ნიუ იორკი და სხვა. ყველა იმ უსაფრთხოების ზომების და მოხოვენის გასაცნობად, რომლებიც განხორციელდა ბორტზე და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, ეწვიეთ ვებგვერდდს www.qatarairways.com/safety.

ფრენების განრიგი:

ყოველკვირეული ერთი რეისი შესრულდება შემდეგი განრიგის მიხედვით:

ყოველი ხუთშაბათი

დოჰა (DOH) თბილისი (TBS) QR355 გაფრენა: 20:15 ჩაფრენა 00:30+1

ყოველი პარასკევი

თბილისი (TBS) დოჰა (DOH) QR356 გაფრენა: 02:55 ჩაფრენა 05:00

თბილისში ჩაფრენისას უარყოფითი PCR მეთოდით აღბული ტესტის წარდგენა აუცილებელია საქართელოს მოქალაქეებისთვის.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა