"სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტებმა ცესკოსთან ჩალა მიიტანეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. მათ სიმბოლურად შენობასთან ჩალა მიიტანეს.

როგორც აქტივისტებმა აღნიშნეს, ქვეყანა და ცესკო ჩალით არ არის დახურული.

ისინი მოუწოდებენ ცესკოს და ხელისუფლებას, ხალხს მოპარული ხმები დაუბრუნონ.

"ეს არის სიმბოლური აქცია, პროტესტის გამოხატვა იმის ნიშნად, რომ უბრალოდ, მშვიდად ვერ ვუყურებთ იმას, რაც ახლა ცესკოს შენობაში, სხდომაზე ხდება. ცდილობენ, რომ მორიგ ჯერზე ეს ქვეყანა ჩალით გადახურონ და ბიძინა ივანიშვილის ფანჩატურად აქციონ. ჩვენ ამას არ შევეგუებით, არჩევნები გაყალბდა. ხალხის ხმები და მათი არჩევანი სანაგვეში გადაისროლეს. არჩევნების გაყალბებას და ხმების ქურდობას ქართველი ხალხი არავის აპატიებს. შესაბამისად, ეს არის პროტესტი და ნიშანი იმისა, რომ ბატონი ბიძინა ჩვენს ქვეყანას ჩალით ვერ გადახურავს",-განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა, თეონა ჭალიძემ.

აქციის პარალელურად ცესკოში სხდომა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ცესკო ასევე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებს.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა