რომან გოცირიძე - თუ არა საგარეო ზეწოლა, მანამდე გონზე ვერ მოდის “ოცნების” ხელისუფლება

„საქართველოში, სამწუხაროდ ასეთი სურათი ჩამოყალიბდა, რომ თუ არა საგარეო ზეწოლა, მანამდე ვერ მოდის გონზე “ოცნების” ხელისუფლება“,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსს” დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებაზე ზეწოლა როგორც ქუჩაში, ასევე დიპლომატების მხრიდან გაგრძელდება.

“სწორედ საგარეო და საშინაო ზეწოლის შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილების სახით და ვაიძულეთ ხელისუფლება წამოსულიყო არჩევნების შერეულ ფორმაზე. დღეს კიდევ ასეთი სურათია - ზეწოლა ქუჩაში და ზეწოლა ჩვენი მეგობრების მხრიდან. ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება პერმანენტულად ქუჩიდან და დიპლომატიური ზემოქმედების სახით”,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შორის დიპლომატების ჩართულობით დიალოგის მეორე რაუნდი გაიმართა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს